“იამაყეთ, ხალხო” – UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ძღვენი ცუკერბერგს, კასილასის, რამოსის და სხვა ლეგენდების მილოცვა – დიდებული დღე ქართველი სპორტსმენებისთვის (ფოტოები)
· 78
UFC-ის ქართველი მებრძოლებისთვის და მთელი საქართველოსთვის 18 თებერვალი უმნიშვნელოვანესი დღე იყო. ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა და ოქროს ქამარს დაეუფლა.
ილიამ ლეგენდარული სპორტსმენი, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.
ეს ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რაც ილიას გაჩემპიონების შემდეგ დარბაზში მყოფთა რეაქციებიდანაც გამოჩნდა. ნახეთ ვიდეო:
ამაღელვებელი იყო ჩემპიონის სიტყვაც გამარჯვების მოპოვების შემდეგ:
“გეუბნებიან, რომ ვერ გააკეთებ, შენში ეჭვი ეპარებათ და შენი არ სჯერათ? იცით რა? ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში გჭირდებათ, საკუთარი თავია. ენდეთ საკუთარ თავს, იმუშავეთ თავდაუზოგავად და ყველაფერი შესაძლებელია.
შემომხედეთ! მე მჯერა ჩემი თავის, ჩემი შესაძლებლობების. ამ ყველაფრისთვის დაუღალავად ვშრომობდი.
ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს UFC-ის ჩემპიონი გავხდებოდი. მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდიხარ თუ იცი, სად მიდიხარ”, – თქვა ილიამ.
ილიას გარდა შთამბეჭდავი ბრძოლა გვაჩვენა UFC-ის კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, რომლის ჩხუბსაც თან შოუს ელემენტები ახლდა. მერაბმა ამერიკელი ჰენრი სეჰუდო დაამარცხა. არსანიშნავია, რომ დარბაზში დვალიშვილის საგულშემატკივროდ Meta-ს დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი იმყოფებოდა.
დვალიშვილი კი თან ოქტაგონზე ჩხუბობდა და პარალელურად მარკს ესაუბრებოდა. გამარჯვების გაფორმების შემდეგ კი პირველად ხელი სწორედ მას ჩამოართვა.
თავის მხრივ, მარკმაც მიულოცა გამარჯვება. ცუკერბერგმა მერაბის შესახებ ინსტაგრამზე სთორიც გამოაქვეყნა.
“მერაბმა გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ მისი მიზანი ტიტულის მოგებაა და მიანიშნა ამჟამინდელ ჩემპიონთან შონ ო’მალისთან ბრძოლის სურვილზე. ო’მალი დარბაზში იმყოფებოდა და თვითონაც ადევნებდა თვალს მერაბის ბრძოლას.”ბოლო თვეებია, რაც მარკ ცუკერბერგი ჩემი გულშემატკივარია, დღეს კი აქ ჩემი ჩხუბის სანახავად მოვიდა. ხომ ხედავთ, მძიმედ არ ვსუნთქავ, რადგან ყოველ დღე ვვარჯიშობ და ვიბრძვი.
ჩემი მიზანი ყველა რაუნდში დომინაცია და დამაჯერებლობაა. 3 რაუნდი არაფერია, 10-რაუნდიანი ბრძოლა მომეცით.
სად არის ჩემპიონი? მოიყვანეთ, ახლავე ვეჩხუბები. ჩემი მიზანი ტიტულის მოგებაა.
ყველა მიყვარხართ. მადლობა ღმერთს, მადლობა UFC-ს”, – თქვა მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილისთვის შემდეგი ბრძოლა სატიტულო იქნება. ინფორმაცია დაადასტურა UFC-ის ხელმძღვანელმა, დეინა უაითმა. ასე რომ, შესაძლოა, მალე UFC-ში ორი ჩემპიონი გვყავდეს.
· გამოხმაურებები სოციალურ ქსელიდან:
გასაკვირი არაა, რომ მერაბისა და ილიას წარმატება სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემაა. ქართველ სპორტსმენებს გამარჯვებას ულოცავენ პოლიტიკოსები, სპორტსმენები და სხვა ცნობილი ადამიანები;
მადრიდის “რეალის” ლეგენდარული მცველი სერხიო რამოსი “ინსტაგრამზე” სთორს აქვეყნებს და ილია თოფურიას გამარჯვებას ულოცავს: “რა მომენტი იყო, ძმაო”, – წერს სერხიო. ილიას გამარჯვებას ულოცავს კიდევ ერთი ესპანელი ლეგენდა, იკერ კასილასი. ილიას ჩემპიონობას ულოცავს UFC-ის მებრძოლი, ისლამ მახაჩევი.
“იამაყეთ, ხალხო… ასეთი ბედნიერი ოლიმპიადის მერე არ ვყოფილვარ”, – ამბობს ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი, ლაშა ბექაური.