მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინის ლიზა ბათიაშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მუსიკოსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ისტორიული სამუსიკო უნივერსიტეტის – ზალცბურგის მოცარტეუმის პროფესორად მიიწვიეს.
ნიკოლოზ რაჭველი:
“ზალცბურგის მოცარტეუმი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ისტორიული სამუსიკო უნივერსიტეტი სიამაყით იუწყება, რომ 2026 წლიდან სამი ახალი პროფესორი ეყოლებათ, უდიდესი დირიჟორი ქრისტიან ტილემანი, საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტი კლაუდიო მარტინესი და მსოფლიო სცენების ვარსკვლავი, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. ვერაფერს რომ ვერ დაამატებ ისეთი სამეულია, გარანტი იმისა, რომ დედამიწის ყველა წერტილიდან გამორჩეული ნიჭით დაჯილდოვებული აბიტურიენტები ზალცბურგში კონცენტრირდებიან და შეეცდებიან მათთან მიეცეთ დახელოვნებისა და სრულყოფის საშუალება!
ლიზა ვინც არის და რაც არის, მსოფლიო მუსიკალურ საზოგადოებაში ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ ის რომ ქართველია და მის მიერ დაარსებული ფონდით დიდ ქართულ საქმეს აკეთებს, კიდევ ერთხელ იმსახურებს ჩემს მადლობას და თქვენს მადლობას, დაფასებას და უკიდეგანო პატივისცემას!
წარმატებები ლიზას ამ ახალ და საინტერესო საქმეში! საკუთარი დიდი გამოცდილების, ცოდნისა და უნარების ახალი თაობისთვის გაზიარება დიდი ღირსებაა!”




