იამალი სკანდალში გაეხვია – ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?

“ბარსელონას” ვარსკვლავი ლამინ იამალი სკანდალში გაეხვია, საქმე იმაში გახლავთ, რომ ესპანელს 30 წლის ფატი ვასკესთან რომანი აქვს, ისინი ერთად იტალიაში, კერძოდ კი სიცილიაში ისვენებდნენ.
ვასკესი Onlyfans-ის მოდელი და ინფლუენსერია. ქალბატონს “ბარსას” შემტევთან რომანი ძვირად დაუჯდა, რადგან მან სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო, ფატის გულშემატკივრები პედოფილიაში ადანაშაულებენ.
ამასთან დაკავშირებით ფატიმ “ინსტაგრამის” საშუალებით განცხადება გაავრცელა.
“ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ ატარებენ ზოგიერთები შინაგანად ამხელა სიბნელეს – იმდენად, რომ სიკვდილს უსურვებენ ადამიანს, რომელსაც არც კი იცნობენ. როდესაც ადამიანს ასეთი ბოროტი სურვილები აქვს, ეს მათზე მეტყველებს და არა ჩემზე. მე ვირჩევ ცხოვრებას განვითარებისკენ სწრაფვით და იმ სინათლით, რომელიც ჩემს ირგვლივაა. მათ, ვისაც ჩემთვის ცუდი უნდათ, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, რადგან ადამიანი, რომელიც შინაგანად კარგადაა, სხვის განადგურებას არ ისურვებს”, – დაწერა ფატიმ სოციალურ ქსელში.
ვასკესთან რომანის შესახებ იამალს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
· ლუკა ნეიმარის გზას მიჰყვება!
კონფერენს ლიგაზე “ტორპედოს” და “დილას” მეტოქეები ცნობილია
“იცით, ხვიჩა რომ “ლოკომოტივიდან” გაუშვეს, რა დამემართა?” – იური სიომინი
“ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?” – გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
“მათ კომპლექსები არ გააჩნიათ” – ლაპორტა “ბარსელონას” ფეხბურთელებზე
“ამას მხოლოდ ბებიასთან ერთად გავაკეთებ” – რატომ თქვა იამალმა უარი ფოტოსესიაზე
იამალი “ბარსელონასთან” 2030 წლამდე გაახანგრძლივებს
“იამალის მსგავსი ტალანტია” – დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
“ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია” – პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
იამალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა – რა ფოტო გამოაქვეყნა ესპანელმა? [PHOTOS]
“ჩემს ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს” – ზინედინ ზიდანი
იამალმა დაასახელა კლუბი, სადაც არასდროს ითამაშებს
ლევანდოვსკი ნაკრებიდან გაურკვეველი ვადით წავიდა – მან დაბრუნების პირობაც დაასახელა