იალოვიცი: ქართველ ხალხს არჩევანი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის აქვს

· 109
·
·
როდესაც არის არჩევანი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის, ან არჩევანი სკენ მიმხრობის, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხისთვის ეს იმდენად ცხადია, რომ ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ. დიახ, ვფიქრობ, რომ ახლა ქართველ ხალხს არჩევანი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის აქვს. როცა ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ს შემდეგ ოპოზიციას აკრძალავენ და მის კრიმინალიზაციას გეგმავენ, რა არის სხვა თუ არა ავტორიტარიზმისკენ მსვლელობა. ეს არაა ხალხი ვისაც დემოკრატიის აშენება სურს, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ააშენონ ერთპარტიული სისტემა, სადაც ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და იმას აკეთებს, რაც მოესურვება. მათ სურთ რუსების მიმართ კეთილგანწყობილნი იყვნენ, სურთ გაიმეორონ მოსკოვის პროპაგანდა და ამით იმედოვნებენ, რომ რუსეთი ქვეყანას დაეხსნება – ეს ილუზიაა. თქვენ ნახეთ რა მოხდა 2008 წელს – ვისურვებდი, ქართველმა ხალხმა გადახედოს ისტორიას. ომის პარტია მოსკოვია და არა დასავლეთი.

ასევე დაგაინტერესებთ