იაკუტიელ შამან გაბიშევს გაუგრძელეს იძულებითი მკურნალობა

ს უსურიისკის სასამართლომ განიხილა შამან ალექსანდრ გაბიშევის ზოგად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის საქმე და გადაწყვიტა მკურნალობის გაგრძელება სპეციალური ტიპის საავადმყოფოში. “ჩვენ აღვნიშნეთ, ასე ვთქვათ, ალექსანდრ გაბიშევის უსურიისკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის სამი წელი”, – თქვა უფლებადამცველმა ალექსეი პრიანიშნიკოვმა.
გასული წლის დეკემბერში რაიონულმა სასამართლომ ნებართვა გასცა გაბიშევის გადაყვანაზე სპეციალიზებული ტიპის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ზოგადი ტიპის სტაციონარში. მაგრამ მოგვიანებით უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლომ ამ გადაწყვეტილების გადასინჯვის საჭიროება დაადგინა.
2025 წლის თებერვალში პრიმორიეს სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა იძულებითი მკურნალობის პირობების შემსუბუქებას ალექსანდრ გაბიშევისთვის.
ინტენსიური მეთვალყურეობის სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაბიშევი იძულებით განათავსეს 2021 წლის ოქტომბერში. მანამდე იაკუტიელ შამანს ადანაშაულებდნენ ექსტრემიზმისკენ მოწოდებებსა და პოლიციელის მიმართ ძალადობაში.
· გაბიშევმა რამდენჯერმე განაცხადა მოსკოვის მიმართულებით მსვლელობის მოწყობაზე, ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის “განდევნის რიტუალის” ჩატარების მიზნით. 2019 წელს მან მომხრეებთან ერთად ბურიატიამდე ჩასვლა შეძლო. გაბიშევს აპატიმრებდნენ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უშვებდნენ და შემდეგ ათავისუფლებდნენ, საზოგადოებრივი რეზონანსის ფონზე.
· 2021 წლის ოქტომბერში სასამართლომ გაბიშევს მიუსაჯა იძულებითი მკურნალობა სპეციალური ტიპის ნოვოსიბირსკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 2022 წლის აპრილში ის უსურიისკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი