იაგო ხვიჩია – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თვლის, რომ ქართველი ხალხი სულელური წარმონაქმნია და სისულელეებით უნდა კვებოს – ერთადერთი პარტია ვიქნებით, რომელიც არჩევნებზე უცნაური მინარევების და საარჩევნოდ მომზადებული სოუსების გარეშე იქნება წარმოდგენილი

ერთადერთი პარტია ვიქნებით, რომელიც ამ არჩევნებზე უცნაური მინარევების და საარჩევნოდ მომზადებული სოუსების გარეშე იქნება წარმოდგენილი – მე მჯერა, რომ ამას ქართველი ხალხი დაგვიფასებს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ქართველ ხალხს არასწორად უყურებს და თვლიან, რომ ქართველი ხალხი, ზოგადად, სულელური წარმონაქმნია და ათასგვარი სისულელეებით უნდა კვებოს.
“ქართულ ოცნებას” ოპოზიცია კი არ უწევს კონკურენციას, “ქართულ ოცნებას” საკუთარი თავი უწევს კონკურენციას, იმიტომ, რომ საკუთარი თავის გამო კარგავს მხარდამჭერებს. შესაბამისად, ეს ხალხი სად და როგორ აღმოჩნდება, არავინ იცის. ქართველი ხალხია “ქართული ოცნების” პრობლემა და არა ქართველი პოლიტიკოსები. უბრალოდ, ქართველ ხალსა და პოლიტიკოსებს შორის ვერ მყარდება კომუნიკაცია. დამყარდება თუ არა ამ ფორმატით მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მგონია, ქართველ ხალხს არასწორად უყურებს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. ორივე მათგანი თვლის, რომ ქართველი ხალხი, ზოგადად, სულელური წარმონაქმნია და ათასგვარი სისულელეებით უნდა კვებოს. ერთადერთი ვართ ჩვენ, რომლებიც ვცდილობთ, სიმართლე ვუთხრათ ქართველ ხალხს. დაგვიფასებენ თუ არა ამას, შემოდგომაზე ვნახავთ. ერთი მხარე მეორე მხარეს ეჯიბრება, ვინ უფრო დიდი სისულელე უნდა უთხრას ქართველ ხალხს და ამით ელოდებიან მხარდაჭერის მიღებას. მე განსხვავებული წარმოდგენა მაქვს ქართველ ხალხზე,” – განაცხადა ხვიჩიამ.