იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, არც აქამდე უნდა მიეცათ ფული სახელმწიფო უწყებებისთვის – შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და ის ამ ფულს ხარჯავს, გამოდის, რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი

ჩემი აზრით, არც აქამდე არ უნდა მიეცათ ფული სახელმწიფო უწყებებისთვის – შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და მთავრობა ამ ფულს ხარჯავს, გამოდის, რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩის, ს განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის დასავლეთთან ურთიერთობა გამოსწორდება თუ საზოგადოება ერთპიროვნული მმართველობის დასრულებას შეძლებს.
„ყველასთვის ცხადია, რომ “ქართული ოცნების” განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის ნაბიჯები ჩვენ ცივილიზაციას გვაშორებს. ამიტომ, მგონია, რომ ჩვენი ამოცანა, რომ სექტემბერში ერთპიროვნული მმართველობა დავასრულოთ, უცვლელი რჩება. ეს ჩვენთვის რომ არავის ეთქვა, საქართველოს მოქალაქეებს ისედაც კარგად გვესმოდა, რომ გასაკეთებელია. “ქართული ოცნების” ეს დამოკიდებულება დასავლეთთან, დასავლეთის პასუხი და ა.შ. ჩვენ ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ, რადგან “ქართულ ოცნებას” არაფერი ეშველება. მაგრამ ჩვენს დასავლეთთან ურთიერთობას ეშველება თუ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ერთპიროვნული მმართველობის დასრულებას შევძლებთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამავე თემაზე საუბრისას ხვიჩიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხა მთავრობისთვის არც აქამდე უნდა მიეცათ.
„ჩემი აზრით, არც აქამდე უნდა მიეცათ ფული არცერთი სახელმწიფო უწყებებისთვის და ის უნდა მოხმარებოდა საქართველოში იმ ღირებულებების გააზრებასა და შესისხლხორცებას, რაზედაც თანამედროვე დასავლეთი დგას. შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და მთავრობა ამ ფულს ხარჯავს, გამოდის რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი. და თუ მართლა გინდა, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება, ის ღირებულებები, რასაც დასავლეთი უჭერს მხარს და რაზეც დგას თანამედროვე ცივილიზაცია, თუ გინდა, რომ საზოგადოებას დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობა გააგებინო და ა.შ, ფული მთავრობას კი არ უნდა მისცე სახარჯავად, არამედ, პირიქით – უნდა გამოიყენო იმაში, რომ გაკონტროლდეს მთავრობის ქმედებები”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროც გაყინა. ელჩის თქმითვე, ისინი საქართველოში არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და სანქციებსაც განიხილავენ, თუმცა ამ საკითხზე, ამ დროისთვის ევროპულ სტრუქტურებში ერთსულოვნება არაა.