იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქოცები“ მოიგებენ იმიტომ, რომ მსაჯი მათია – როცა მსაჯი შენია, აზრი არ აქვს როგორ თამაშობ ფეხბურთს

ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქოცები” მოიგებენ იმიტომ, რომ მსაჯი მათია – როცა მსაჯი შენია, აზრი არ აქვს როგორ თამაშობ ფეხბურთს, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, „ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო მიუკერძოებელი და ობიექტური არ არის, ეს დავა პერსპექტიული არ იქნება“.
„ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქოცები” მოიგებენ იმიტომ რომ მსაჯი მათია. შესაბამისად, როცა მსაჯი შენია, აზრი არ აქვს როგორ თამაშობ ფეხბურთს. საბოლოო ჯამში, ის ანგარიში დაიწერება, რაც მსაჯს უნდა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური არ არის და არც შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, მაინც და მაინც ეს დავა პერსპექტიული არ მეჩვენება, თუმცა ვნახოთ, რა იცით რა ხდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე, მისი აზრით, კოლეგიაში იქნება თუ არა ისეთი მოსამართლე, რომელიც სხვა მოსამართლეებისგან საპირისპირო გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს, ხვიჩიამ განაცხადა, რომ ალბათ, იქნებიან ასეთი მოსამართლეებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არსებითად არაფერს არ შეცვლის.
„ალბათ, იქნებიან ასეთი მოსამართლეებიც ამ კოლეგიაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არსებითად არაფერს არ შეცვლის. ჩემი აზრით, ცხოვრება ისე გაგრძელდება, როგორც ახლა მიმდინარეობს”, – განაცხადა ხვიჩიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში – ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს

შალვა პაპუაშვილი – ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი – გუშინ ეს ისტერია უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული