იაგო ხვიჩია – „ქართული ოცნების“ მიერ ფინანსურ გამჭვირვალობაზე სხვისთვის პასუხის მოთხოვნა, დაახლოებით ისეთივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უბიწოებაზე რომ გიკითხავდეს ლექციას

„ქართული ოცნების“ მიერ ფინანსურ გამჭვირვალობაზე სხვისთვის პასუხის მოთხოვნა, დაახლოებით ისეთივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უბიწოებაზე რომ გიკითხავდეს ლექციას, – ეს განცხადება მედიასთან “გირჩის” დეპუტატმა მ გააკეთა.
რაც შეეხება პრეზიდენტის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელებს, ხვიჩიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ნდობის საფუძველი არ მოუცია და მისგან არაფერს განსაკუთრებულს არ ელის.
„საკონსტიტუციო სასამართლოს არ მოუცია საფუძველი, ვთქვათ, რომ ის “ქოცებისგან” დამოუკიდებელი უწყებაა. ყველაზე უცნაური ის გარემოებაა, რომ პრეზიდენტმა საბრძოლველად ის სასამართლო აირჩია, რომელმაც კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. დამატებითი ლეგიტიმაციის მიცემა იმ სასამართლოსთვის, სადაც შენ კონსტიტუციის დამრღვევად გამოგაცხადეს, რეკომენდირებული არ უნდა იყოს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ