იაგო ხვიჩია – სუს-ში დაწყებული გამოძიება შეთქმულების თეორიებს ეფუძნება -ქართული ფილმის სცენარი მახსენდება, რომლის მიხედვით, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს თხრიან

ქართული ფილმის სცენარი მახსენდება, რომლის მიხედვით, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს თხრიან, როცა ეს არის ბრალდება და ადამიანებს ამით ასამართლებენ, – ამის შესახებ დეპუტატმა მ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
ხვიჩიას აზრით, სუს-ში დაწყებული გამოძიება შეთქმულების თეორიებს ეფუძნება.
„არ ვიცი, რა მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი სუს-ის მხრიდან, მაგრამ გლობალური ომის პარტიის ვერსიის შემდეგ ვალდებულები ვართ, ყველა ვერსია, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს, ეჭვქვეშ დავაყენოთ.
უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები, ვიდრე რეალობისკენ. ჩვენი პოლიტიკოსების აზრით, ხალხის შეშინება მადლიანი საქმეა – რაც უფრო შეაშინებენ ხალხს საარჩევნოდ, მით უფრო შეუყვარდებათ – ასე ფიქრობენ ქართულ პოლიტიკურ ველზე“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ი იძიებს ში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი