იაგო ხვიჩია – საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა არის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესი, არამედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და პარტიების დაფინანსების წესი

კორექტული არ არის იმ ხალხს, ვინც ეს-ესაა კანდიდატის სტატუსი მოგცა, უთხრა: – შენ რომ ცოტა ხნის წინ სტატუსის მისაღებად მეხმარებოდი და პირობებს მიყენებდი, თურმე უპრეცედენტოდ უვარგისი ყოფილა, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეფასებებს.
ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა არის არის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესი, არამედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და პარტიების დაფინანსების წესი.
„ირაკლი ს მოვუსმინე, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ამბობდა: – ადრე ცუდი სისტემა შემოგვტენეს და ამ შემოტენილ ცუდ სისტემას არ მივიღებთო.
კორექტული არ არის, რომ იმ ხალხს, ვინც ეს-ესაა კანდიდატის სტატუსი მოგცა, უთხრა, შენ რომ ცოტა ხნის წინ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მეხმარებოდი და პირობებს მიყენებდი, თურმე ის უპრეცედენტოდ უვარგისი ყოფილა და მის გამოსწორებაზე ვზრუნავთ. ეს არც ერთი ნორმალური ადამიანისთვის მისაღები არგუმენტი არ არის.
პრობლემას მე იმაში ვხედავ, რომ სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომელთაც სხვადასხვა პარტიების მხრიდან მაღალი ნდობა სჭირდება, კონსენსუსის გარეშე ინიშნებიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი