იაგო ხვიჩია: ოპოზიციიდან არავის ვენდობი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არ დამიჭერენ

„ოპოზიციიდან არავის ვენდობი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არ დამიჭერენ“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა მ განაცხადა.

„ჩემი წარმოდგენით, რით უნდა იწყებოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი საუბარი სასამართლოს შესახებ? – შეცდომის აღიარებით, რომ „რამხელა შანსი მოგვცა ქართველმა ხალხმა 2003 წელს, რომ გაგვეთავისუფლებინა ქვეყანა და საბჭოთა კავშირში დავტოვეთ იმით, რომ მურუსიძე „გამოვჩეკეთ“. თუ ამას არ ამბობ, შენი რა დავიჯერო? 

ნებისმიერ ოპოზიციაზე შემიძლია ამის თქმა, რადგან მე არ ვენდობი. მაგალითად, გახარიამ ორჯერ მე დამიჭირა და სამჯერ ვახო მეგრელიშვილი. იქნებ ისევ იგივე ხასიათზეა დღესაც? „ნაცებს“ როგორ ვენდო, როდესაც ვიცი, რომ ჩემნაირი პარტია, როგორიც დღეს არსებობს „გირჩი“, „ნაცმოძრაობის“ დროს ვერ იქნებოდა.

ხაზარაძეს როგორ ვენდო, რომ არ დამიჭერს? რა მაძლევს ამის გარანტიას?“, – აცხადებს იაგო ხვიჩია tv პირველის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – მინდა, ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული