იაგო ხვიჩია – ვცდილობთ, ამნისტიის კანონი გავაკეთილშობილოთ ისე, რომ უფრო მეტ ადამიანს შეეხოს – მინდა, რომ “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ კარგი საქმის კეთებაში დავეხმაროთ

ვცდილობთ, ამნისტიის კანონი გავაკეთილშობილოთ ისე, რომ უფრო მეტ ადამიანს და უფრო მეტად შეეხოს. მინდა, რომ “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ კარგი საქმის კეთებაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, მ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “გირჩის” “ქართული ოცნებისადმი” კრიტიკა არის არა ის, თუ რატომ აკეთებს ამნისტიას წინასაარჩევნოდ, არამედ, ის, თუ რატომ არ აკეთებს უფრო დიდ ამნისტიას წინასაარჩევნოდ.
“არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი და ყველაფერი რაც ახლა ხდება, არის პოლიტიკური და წინასაარჩევნო მიზნით, უბრალოდ კარგი საქმე გინდა წინასაარჩევნო მიზნით აკეთე, გინდა ს გარეშე, ყოველთვის კარგი საქმე იქნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პატიმრების გათავისუფლება არის კარგი საქმე. ზოგადად, ამნისტია არის კარგი საქმე და ჰუმანური აქტი. შესაბამისად, ჩვენი კრიტიკა არის არა ის, თუ რატომ აკეთებს “ქართული ოცნება” ამნისტიას წინასაარჩევნოდ, არამედ, ჩვენი კრიტიკა არის ის, თუ რატომ არ აკეთებს უფრო დიდ ამნისტიას წინასაარჩევნოდ. ამ სტრატეგიას ჩვენ მივყვებით და ვცდილობთ, რომ ეს კანონი გავაკეთილშობილოთ ისე, რომ უფრო მეტ ადამიანს და უფრო მეტად შეეხოს. ასე გაგრძელდება ალბათ, ამ კანონის განხილვის ბოლომდე ჩვენგან და ვნახოთ, რა შედეგს მივაღწევთ. მინდა, რომ “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ კარგი საქმის კეთებაში დავეხმაროთ,” – განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ყველამ უნდა ვუთხრათ ამ ევროპარლამენტარებს, რომ მათ სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპასთან – თუ აინტერესებთ ევროპა, ჩამოვიდნენ და ქართველი ხალხი აუხსნის