იაგო ხვიჩია – ვგრძნობ, რომ გენპროკურორობის არცერთი კანდიდატი არ მომეწონება – თვითონ პროცესია არასათანადო დროს ჩატარებული, რადგან რამდენიმე თვეში არჩევნები გვაქვს

მე ვგრძნობ, რომ არცერთი კანდიდატი არ მომეწონება. თვითონ პროცესია არასათანადო დროს ჩატარებული, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე თვეში გვაქვს, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, მ ჟურნალისტებთან გენერალური პროკურორის არჩევაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მათ ჰქონდათ შუამდგომლობა, რომ საპროკურორო საბჭოს სხდომა ახლა არ ჩაეტარებინათ და ერთ-ერთ მოადგილეს გაეგრძელებინა გენპროკურორის მოვალეობის შესრულება, რაზეც უარი მიიღეს.
“მე ვგრძნობ, რომ არცერთი კანდიდატი არ მომეწონება. თვითონ პროცესია არასათანადო დროს ჩატარებული, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე თვეში არჩევნები გვაქვს. ვიცით, რომ რამდენიმე თვეში ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია გვექნება და ახლა გენერალურ პროკურორს 6 წლის ვადით ვირჩევთ ამ ერთპარტიულ სისტემაში, რაც ახლა გვაქვს. არჩევნებზე რამე რომ შეიცვალოს, ავტომატურად მოგვიწევს პროკურორის თავიდან არჩევა. ამიტომ ჩვენ გვქონდა შუამდგომლობა, რომ არ ჩაგვეტარებინა ახლა საერთოდ და ერთ-ერთ მოვალეობის შემსრულებელს, მოადგილეს გაეგრძელებინა საქმიანობა, რაზეც უარი მივიღეთ. მაგრამ ამ პროცესში ვმონაწილეობთ არა იმ იმედით, რომ ჩვენთვის სასურველ კანდიდატს ვიპოვით, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა იქნებოდა ჩვენი პრიორიტეტები პროკურატურის საქმიანობაში მაშინ თუ ხელში ისეთი ძალაუფლება გვექნებოდა, რომ თვითონ შეგვეძლებოდა ამ სისტემის რეფორმირება”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მეორე დღეა მიმდინარეობს.
აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს