იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, „გირჩის“ ოფისში მისულმა პირმა, რომელიც პარტიის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, ხელი დაარტყა

„გირჩის“ დეპუტატის, ს ინფორმაციით, ხელი დაარტყეს. შემთხვევა „გირჩის“ ოფისში გუშინ მოხდა.
როგორც ხვიჩია ჰყვება, კონკრეტული პირი ოფისში მივიდა და თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, რაშიც ის ჩაერია და მისი „მოქნეული ხელი მოხვდა“.
ხვიჩია აღნიშნულს „ქართული ოცნების“ და საპატრიარქოს პროპაგანდას“ უკავშირებს და აცხადებს, რომ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს.
„ეს ყველაფერი გამოწვეულია „ქართული ოცნებისა“ და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით. მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში, შემდეგ მეორე ძმამ მამა შალვას და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა და მოვიდა ოფისში საქმის გასარჩევად. თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე და უბრალოდ, მისი მოქნეული ხელი მომხვდა. არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან,“ – განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც 1 საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები