იაგო კაჭკაჭიშვილი – ხელისუფლებას სურს სამოქალაქო ორგანიზაციები, უკეთეს შემთხვევაში, ჰუმანიტარულ მისიებად აქციოს – ჰუმანიტარული პროექტები ჩრდილოეთ კორეასა და ირანშიცაა, დემოკრატიულობა პოლიტიკური ხასიათის ქმედებების ვალიდაციით გაიზომება

ხელისუფლებას სურს,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უკეთეს შემთხვევაში, გადააქციოს ჰუმანიტარულ მისიებად, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება დაიხარჯოს მხოლოდ ისეთ საქმეებში, რომლებშიც თავად ფულს არ დახარჯავს და დაზოგავს, – ამის შესახებ სოციოლოგი, იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ხელისუფლებას სურს მისი ძალაუფლება უსაფრთხო იყოს.
„სახელისუფლებო პროპაგანდის ერთ-ერთი ვექტორი ისაა, რომ დაფინანსება, რომელსაც NGO-ები იღებენ, მხოლოდ მაშინაა ნორმალური, თუ ის ჰუმანიტარულ მისიას ემსახურება, ანუ ხმარდება შეჭირვებულ ჯგუფებს (შშმ პირები, დევნილები, სოციალურად დაუცველები და სხვ.), ხოლო თუ ფინანსების ხარჯვა პოლიტიკური შინაარსის ამოცანებს ხმარდება, ეს უკანონო და „შავი“ ფულია. ნურას უკაცრავად! უცხოური დაფინანსება შეიძლება და უნდა მოხმარდეს, აგრეთვე, პოლიტიკური შინაარსის აქტივობებს, მათ შორის, საპროტესტო მიტინგების ორგანიზების ხერხების დასწავლას, მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლისთვის გაწვრთნას, არჩევნებზე დაკვირვებას და ა.შ. ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი ღონისძიებებია და მათი გამოცხადება კანონგარეშედ ჩვეულებრივი ავტორიტარიზმია. ხელისუფლებას სურს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უკეთეს შემთხვევაში, გადააქციოს ჰუმანიტარულ მისიებად, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება დაიხარჯოს მხოლოდ ისეთ საქმეებში, რომლებშიც თავად ფულს არ დახარჯავს და დაზოგავს. მთავარია, მისი ძალაუფლება იყოს უსაფრთხო. ჰუმანიტარული პროექტები ჩრდილოეთ კორეაშიც და ირანშიც ხორციელდება. ქვეყნის დემოკრატიულობა სწორედ პოლიტიკური ხასიათის ქმედებების ვალიდაციით გაიზომება. ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ!“,-წერს კაჭკაჭიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს