იაგო კაჭკაჭიშვილი: ეს ხდება ზუსტად რუსეთში. და სწორედ ამიტომ გეძახიან “რუსებს” ქოცებო!

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი: 
ქ/ოცნების პოლიტიკოსები და მათი მომხრეები საშინლად ბრაზდებიან, როდესაც მათ “რუსებს” ეძახიან. გაწიწმატებულები აპროტესტებენ და დამძახებლებს დასჯით ემუქრებიან.
ახლა ირაკლი კობახიძეს მოუსმინეთ: „პოდკასტი შეგიძლიათ ჩაწეროთ, რა თქმა უნდა, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ პოდკასტისთვის. იმიტომ, რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. მარტივად არის საქმე“.
ვინ წერს პოდკასტებს? აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები… არსად, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ეს ჯგუფები არ არსებობენ საერთაშორისო პროექტების გარეშე. მათი არსებობის წესი მოითხოვს დონორულ დახმარებას, ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო კავშირებს. სხვანაირად ისინი, უბრალოდ, გაქრებიან.
ამიტომ, რასაც ზემოთ ამბობს, ერთი წინადადებით ასე გამოითქმის: „ილაპარაკეთ რაც გინდათ, ოღონდ პოლიტიკაში ნუ ჩაერევით.“
ეს ხდება ზუსტად რუსეთში. და სწორედ ამიტომ გეძახიან “რუსებს” ქოცებო!

ასევე დაგაინტერესებთ