იაგო კაჭკაჭიშვილი – ეს არც არის სამთავრობო ცვლილება, ამას ვუყურებ, როგორც გადაადგილებას საჭადრაკო დაფაზე, რათა მას ვინც მართავს, ცოტა მოწყენილობა გაუქარვდეს და შექმნას ილუზია, რომ რაღაც ხდება

ბიძინა ივანიშვილს მოსწყინდა ამდენი ხნის განმავლობაში მთავრობის თავმჯდომარის ყურება და გაერთო – გადააადგილა პრემიერ-მინისტრის ფიგურები,- ასე შეაფასა სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ირაკლი კობახიძის წარდგენა.
ის მიიჩნევს, რომ პრემიერის ჩანაცვლება მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გამოიწვევს.
„არ ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებას რამე სერიოზული ინსტიტუციური ან პროგრამული საფუძველი აქვს, ან საშინაო ან საგარეო კურსის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. ბიძინა ივანიშვილს მოსწყინდა მთავრობის თავმჯდომარის ამდენი ხნის განმავლობაში ყურება და გაერთო, გადაადგილა პრემიერ-მინისტრის ფიგურები. შექმნა გარკვეული აჟიოტაჟი ცარიელ ნიადაგზე ძალიან მოკლევადიანი სიახლისთვის. პრინციპში, ეს არც არის სამთავრობო ცვლილება, იმიტომ, რომ სერიოზული შინაარსობრივი ცვლილება ან თუნდაც პერსონალების ცვლილება ამას არ გამოუწვევია. ამიტომ, მე ამას ვუყურებ, როგორც გადაადგილებას საჭადრაკო დაფაზე იმისთვის, რომ ვინც ამ დაფას მართავს, ცოტა მოწყენილობა გაუქარვდეს და შექმნას ილუზია იმისა, რომ რაღაც ხდება“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
ის ხელისუფლების პოლიტიკაში არსებით ცვლილებებს არ ელის, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ გარკვეული ცვლილება, რაც შეიძლება ს აქტივში ჩაეთვალოს, ეს არის კორუფციასთან ბრძოლა.
„ირაკლი ს ჰყავს გუნდი, რომელიც თითქმის იგივეა. ერთადერთი, რამაც შეიძლება გარკვეული ცვლილება მოიტანოს და ეს ირაკლი კობახიძეს აქტივში ჩაეთვალოს, ეს არის კორუფციასთან ბრძოლა, განსაკუთრებით ელიტურ კორუფციასთან, იმიტომ, რომ ღარიბაშვილი, მისი გარემოცვა არის ეჭვმიტანილი გარკვეულ კორუფციულ სქემებში მონაწილეობაში. გავიხსენოთ გახმაურებული ჩარტერული თვითმფრინავი და ა.შ. კობახიძის გარშემო ამ ტიპის ეჭვები არ არსებობს. შესაძლებელია, კორუფციული მადის მოთოკვის თვალსაზრისით, ირაკლი კობახიძის ფიგურა პრემიერის პოსტზე პოზიტიურად განსხვავებული აღმოჩნდეს“ ,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მასთან, მან ირაკლი კობახიძეს ხისტი ან ხშირ შემთხვევაში, “თავხედიც” უწოდა.
„ჩვენ არაერთხელ გვინახავს პირდაპირ ეთერში ირაკლი კობახიძის თავხედობა. ამ თვალსაზრისით ირაკლი კობახიძეს მოუწევს თავისი რიტორიკის გადახედვა, თუ მას არ სურს გაზარდოს პოლარიზაცია, დაპირისპირება ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ