“თხოვნა მექნება მედიებთანაც, რომ ჯილდოს შესახებ გამავრცელებინოთ ინფორმაცია. არ არის პატარა თანხაზე საუბარი”

ავთანდილ კუჭავა სოცქსელში წერს:

თხოვნა მექნება მედიებთანაც, რომ ჯილდოს შესახებ გამავრცელებინოთ ინფორმაცია. არ არის პატარა თანხაზე საუბარი.
ჩემი მობილური, რომელზეც გარკვეული მნიშვნელოვანი რაოდენობის კრიპტო აქტივი მქონდა გადატანილი იმ დღეს (ამის გამო ვერ მოვასწარი 12 სიტყვის ამოწერა), მომპარა ნაბიჭვარმა თანამშრომელმა (აქვე იგულისხმება ყველა გინება რაც კი არსებობს უბრალოდ აღარ დავწერე :)).
თანხის ოდენობა ხუთნიშნა ციფრზე მეტია საფულეზე
აქვე დავაზუსტებ – ჩემს გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია წვდომა მიიღოს ვინმემ თუნდაც ჩემი მობილური ხელში ეკავოს იმ კრიპტო აქტივებზე, რომელიც შენახული მაქვს დაცულად (იმდენად დაცულად, რომ მეც არ მაქვს წვდომა :)).
და ასევე როგორც კი ვნახავ, რომ მობილური ჩაირთო 10 წუთზე მეტს არ ვაცდი და ეგრევე დავარესეტებ, შესაბამისად იმდენი ფული არც მე შემხვდება მაგრამ მოროდიორ სულით ნაბიჭვარს ოჯახიდან კი არა საღორედან გამოგდებულ ახვარს მაინც არ შეერგება.
ამის შესახებ ყველგან აბსოლუტურად ყველგან გავაკეთეთ განცხადებაც და დავრეკეთ, მაგრამ რეაგირება არ მოყოლია არავისგან არც ცხელ კვალზე შეტყობინების დროს და არც შემდგომ.
ვცდილობდი ხმაურის გარეშე მივსულიყავი იქამდე, რომ ჩემი მობილური უკან ეყიდათ ჩემს მეგობრებს და მარტივად მომეგვარებინა ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა.
ხო უბრალოდ ის არ იცის, რომ 300 ლარად გაყიდვას ან icloud-ს დარესეტებას რომ ცდილობს იმ დარესეტებასთან ერთად გაქრება და აორთქლდება ეგ კრიპტო ვალუტებიც, რაც ზედ მაქვს გადატანილი.
ახლა მინდა უბრალოდ გამავრცელებინოთ ეს მესიჯი –
ვინც Iphone 13-ს ლურჯს (128 GB) ამ ოჯახით ნაბიჭვრისგან ჩაიბარებთ ან icloud-ს მოსახსნელად მოვა, გადმოგცემთ მობილურზე არსებული კრიპტო ვალუტის 30 %-ს $-ში ადგილზევე,
თუ მობილურთან დაკავშირებით:
1. შემატყობინებთ და
2. ადგილზე, რომ მოვალ და მობილურს გავხსნი თქვენს თვალწინ ვნახავთ რამდენიც დევს და იმის შესაბამის წილს მიიღებთ თქვენ.
ამიტომ თუ ვინმე ნაბიჭვარი ფორმიანი გამოჩნდა თქვენთან მაღაზიაში ან ადგილზე,
იყიდეთ ჩემი მობილური და მე ვიყიდი თქვენგან ორმაგ ფასში ადგილზევე და ზემოდან როგორც გითხარით რამდენი კრიპტო ვალუტაც დევს იმის ექვივალენტს დოლარში გადმოგცემთ ადგილზე (30%-ს).
ჩემს მეგობრებს გთხოვთ გამავრცელებინოთ ეს ინფორმაცია, რომ ბევრის ყურამდე მივიდეს.
პ.ს. ერთ სქრინზე მობილური პირდაპირ გდდ-ს ბაზაზე პარკინგზე ფიქსირდება;
მეორე სქრინზე პარკინგიდან გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაინაცვლა. აიქლაუდის მოხსნას ცდილობდა და ვერ მოხსნა ამ ეტაპზე.