თხევადი ბუნებრივი აირის გლობალური ვაჭრობის მოცულობამ 2024 წელს მიაღწია 407 მილიონ ტონას – ნათქვამია Shell-ის ყოველწლიური LNG Outlook 2025-ში.
გლობალური LNG ვაჭრობა გაიზარდა მხოლოდ 3 მილიონი ტონით 2024 წელს, რაც ყველაზე დაბალი წლიური ზრდაა ბოლო 10 წლის განმავლობაში – აღნიშნავენ ბრიტანულ-ჰოლანდიური კონცერნის ექსპერტები.
ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ჩინეთმა (6 მილიონ ტონაზე მეტი), ხოლო იმპორტი გაზარდეს ინდოეთმა (4 მილიონ ტონაზე მეტი), ეგვიპტემ, სამხრეთ კორეამ და ბრაზილიამ. ევროპამ მნიშვნელოვნად შეამცირა იმპორტი.
Shell-ის ანალიტიკოსებმა ოდნავ გააუმჯობესეს LNG გლობალური მოთხოვნის შეფასება. 2040 წლისთვის ისინი აფასებენ 630-718 მილიონ ტონას, მაშინ როცა ერთი წლით ადრე „დიაპაზონი“ 625-685 მილიონი ტონა იყო.
interfax




