თქვე ორმაგ სტანდარტიანებო, მთელი მსოფლიო ხაბიბთან იღებს ფოტოს და ახლა გახდა პრობლემა?

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში UFC ის ჩემპიონთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და თბილისის მერის კახა კალაძის შეხვედრას ეხმიანება. ჩიხელიძე ს ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის ხაბიბ ნურმაგედოვთან ერთად არის გადაღებული და ოპოზიციას ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს. მანვე აღნიშნა, რომ UFC ის ჩემპიონთან შეხვედრა გასაკვირი არ არის.
„ეს ამბავი გახსოვთ? გერმანიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ს და თბილისის მერ ს შეხვდა, რაზეც ოპოზიციამ კრიახი ატეხა, რუსეთუმე ნურმაგომედოვთან შეხვედრა როგორ შეიძლებაო, თქვე ორმაგ სტანდარტიანებო, მთელი მსოფლიო ხაბიბთან იღებს ფოტოს და ახლა გახდა პრობლემა? UFC ის ჩემპიონია და შეხვედრა რა გასაკვირია. ამ ფოტოზე რას იტყვით სადაც ხაბიბი ტრამპს ხვდება? ბატონო შალვა თქვენი სტატუსი, თქვენი პრინციპულობის ტესტია, ტრამპზეც იტყვით რომ პუტინის გზავნილი გადასცეს თუ სირაქლემას პოზას აირჩევთ?“, – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს