ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
„გუშინ, საზმაუს დირექტორი – ვინმე ბერძენიშვილი, საზმაუს ბორდის შეფთან – ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად ჩიოდნენ, რომ 83 მილიონი არ ჰყოფნით. საზმაუ არის ერთ ერთი ყველაზე ბნელი და ცუდი კანტორა, რომელიც გვყავს. კანტორა სადაც კორუფცია, ნეპოტიზმი, პროტექციონიზმი, მენტალური სიმახინჯე და მახინჯი პროპაგანდა ბატონობს. კანტორა, რომელიც ხალხის გადასახადებით არსებობს, გუშინ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარესთან ბაასობდა და აქციის ფანჯარაც კი არ გამოიტანა მაყურებლისთვის. კითხვაც არ დაუსვეს ყველაზე ბანძ ქოცს იმაზე, რაც გარეთ ხდებოდა.
უთავმოყვარეოთა და პატივმოყვარეთა კასტა. ესენი ეთერში და სამსახურში – ჟურნალისტიკაში რატომ უნდა დატოვო?
იმედზე არც ვიტყვი არაფერს – აზრი არ აქვს. აი, რუსთავი 2 რასაც გუშინ აკეთებდით, მთელი დღეა მონიტორინგს ვეცნობი, ვამოწმებ ფრაზებს ვახვევ კადრებს – არ გრცხვენიათ? მანდ ისეთებიც ბლომად ხართ, ზუსტად ვიცი, ახლა უკვე ფიქრობთ, რამე რომ შეიცვალოს უკეთეს ადგილებზე სად მოჯდეთ. მაგრამ არის რაღაც, რაც არ “პრავდება”. თუმცა მაინც მადლობა, რომ პირდაპირ პროვოკატორები არ გვეძახეთ აქციის მონაწილეებს. ისიც ცხადია, რომ ერთი ხელით იმართებოდით თქვენც და საზმაუც – “პროვოცირებას ცდილობენ….” ამ ფრაზამაც გაგყიდათ სხვა ბევრ რამესთან ერთად.
მაგრამ ეს ყველაფერი არ მიკვირს, თქვენ მიშას დროს აღზევებული მდაბიოები ხარ, რომელიც გროშებში გიყიდათ ბიძინამ.“