“თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ” – ვინ უნდა ელოდოს სანქციებს? – ზურაბიშვილი

დიდი ბრიტანეთის მიერ, ოცნების რეჟიმის მაღალჩინოსნების დასანქცირებას ეხმაურება და რეპრესიებში მონაწილე საჯარო მოხელეებს მიმართავს:
“მინდა მივმართო მოსამართლეებს, საჯარო მოხელეებს, ყველას ვინც არის ჩართული ამ რეპრესიებში სხვადასხვა კუთხით და ვუთხრა, რომ – თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ და არ იყოთ იყოთ მონაწილე, არ შეხვიდეთ რეჟიმთან ამ ტიპის თანამშრომლობაში, რამეთუ არამხოლოდ ეს სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ, არამედ თქვენ მორალურად იქნებით ჩვენი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი ამაზე. ჩვენი, წინააღმდეგობის პლატფორმის მხრიდან არ არის არანაირი სურვილი მომავალში რამე შურისძიების იმიტომ, რომ შურისძიება ამ ქვეყანაში საკმარისად ვნახეთ და ვხედავთ დღესაც”.
მისივე შეფასებით, ბრიტანულმა სანქციებმა ოცნება გააღიზიანა, რადგან სწორედ იქ ინახავს ქონების დიდ ნაწილს ივანიშვილი.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს სანქციები დაუწესა “ოცნების” შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს და გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს.
ოთხივე სანქცირებულს გაეყინება აქტივები და დაუწესდება სავიზო შეზღუდვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?