,, თქვენ იბრძვით არა ევრო-ინტეგრაციისთვის, არამედ “ქართული ოცნების” ადგილზე ნაცების უმრავლესობით მოსვლისთვის.” – სვიმონ ჯანგულაშვილი

Საზოგადოება ,, ქართულის” თანადამფუძნებელი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი, ოპოზიციის მოთხოვნას ევრისაბჭოდან საქართველოს გარიცხვის შესახებ, მწვავედ აკრიტიკებს და მსგავსი მანიპულაციების გამო მათ დამარცხებას უწინასწარმეტყველებს.
,, 1. უვიზო რეჟიმის გახსნას ხელს უშლიდნენ, ევროპელებთან მუშაობდნენ, რომ ვიზელიბერალიზაცია არ გვქონოდა.
2. მილიონებს ხარჯავდნენ, რომ ევროკავშირის ასოცირებული წევრობა არ მიგვეღო, რის გამოც, ომისაგან განადგურებულ და კორუფციაში ჩაძირულ ზე და დსთ-ს წევრ, კორუმპირებულ მოლდოვაზე 1 წლით გვიან მოგვცეს კანდიდატის სტატუსი.
3. არჩევნებამდე და ს შემდეგაც, ევროკავშირს მოსთხოვეს, რომ დახურეთ ყველანაირი მოლაპარაკება საქართველოსთან და დასაჯეთო.
4. ახლა კი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სთხოვენ, რომ საქართველო გარიცხონ თავისი რიგებიდან… ეს ყველაფერი გააკეთეს – 4 და 5-მა ნომერმა ნაცებმა და მათთან სამწუხაროდ და სამარცხვინოდ გაერთიანებულმა იმ ორმა 10 პროცენტიანმა პარტიამ. ანუ, ეს 4 პარტია, მათ უკან მდგარი ოლიგარქებითურთ – კეზერაშვილი, ნაყოფია, თემურ და გიული ალასანიები, თურთ, მუშაობენ და ფულს ხარჯავენ იმაში, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში. და თქვენ, ფუჭად “მოჟღრიალე რვალებო” და ისტერიულად “მოწკრიალე წინწილებო”, კაცმა რომ გკითხოთ, ქუჩაში 2 თვე იმისთვის დგახართ და რეალობასა თუ ვირტუალურ სივრცეებში ისტერიასა და სიძულვილს იმისთვის სთესავთ, რომ ევროკავშირში საქართველოს შეყვანა გნებავთ.
უბრალოდ, წარმოიდგინეთ, ეხლა “ქართულ ოცნებას” რომ ეთქვა, PACE-დან გამოვდივართო, რა დღეში ჩავარდებოდით პოლიტიკოსიან-ჟურნალისტიან-რეჟისორ-დირიჟორიანა? და გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძე სთხოვენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს გარიცხვას და თქვენ მაინც მათი ხელისუფლებაში მოსვლისათვის იბრძვით.
იგივე იყო კობახიძის იმ განცხადებამდე. ამ 4-მა პარტიამ მოსთხოვა ევროკავშირს, დაუხურეთ ყოველგვარი მოლაპარაკებებიო. მ დაასწრო და სთქვა “ასოცირების ხელშეკრულებას ვასრულებთ, მაგრამ მოლაპარაკებებს ჩვენი მხრიდან 2028-მდე არ გავხსნითო”. და თქვენ 2 თვეა, ფაღარათი გჭირთ. ხოშტარია-ჯაფარიძე-გვარამიას ნაყიდი პიროტექნიკით გადატრიალებას აწყობდით, უამრავი გულწრფელი ახალგაზრდა მსხვერპლად გაწირეთ.
(მიზანი ერთია – კობახიძემ მოითხოვოს მოლაპარაკებების ნაადრევად გახსნა, რომ “იმათმა” უპასუხონ – “არ გაგიხსნით, სანამ არ გადადგებით, სანამ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ და სანამ გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძე-ლელო-გახარიას არ გაამეფებთო”. ბოროტი მანიპულაცია). ანუ, რასაც თქვენ მიერ ხმა-მიცემული ნაცები სთხოვდნენ თქვენს საყვარელ რასა-კუბილიუს-ურსულა ფონ დერ ლაიენებს, ის არ შეიმჩნიეთ. და კობახიძეს უპროტესტებთ იმის მეათედს, რასაც ინტრიგანობდნენ თქვენი პოლიტიკური ლიდერები.
თანაც, კობახიძემ სთქვა, მოლაპარაკებებს 2028-მდე არ გავხსნით, თორემ, ასოცირების ხელშეკრულებას ვასრულებთო. თქვენ ვისი გამეფებისთვისაც იბრძვით, ისინი კი, არა მხოლოდ მოლაპარაკებების დაბლოკვისთვის, არამედ ასოცირების ხელშეკრულების გაწყვეტისთვისაც “ჩალიჩობენ”. თქვენ კი, მაინც კეზერაშვილის ბენეფიციარებთან ძმაკაცობთ – დევდარიან-დარასელ-ბუღაძე-ჟორჟოლიანებთან. ისინი რასაც ითხოვენ, ყველაფერი მოგწონთ.
და მათ მიერ მოთხოვნილს თუ “ქართული ოცნება” იტყვის, მათ დანაშაულად უთვლით. ანუ, რეალურად, თქვენი ლიდერები იბრძვიან საქართველოს ევრო-ინტეგრაციის წინააღმდეგ.
ქართულმა ოცნებამ კი, მოიტანა ყველაზე დიდი სიახლოვე და ინტეგრაცია ევროკავშირთან. და თქვენთვის ნაცების ბამბა ჩხრიალებს და ქართული ოცნებისა – ოქროც კი არა… ფარისევლები ხართ.
ამის წინ, ერთმა მეგობარმა მითხრა – კიო, არ უნდა მისცეს “ქართულ ოცნებას” წევრობა ევროკავშირმაო, ეგენი ანტი-ევროპელები არიანო. ანუ, “ქართული ოცნებისა” არც ევროპა გინდათ და არც მოწოდებული წყალი, ხო, ისტერიულო ტყაჭებო? ვიმეორებ – თქვენ ყველანი იბრძვით არა ევრო-ინტეგრაციისთვის, არამედ “ქართული ოცნების” ადგილზე ნაცების უმრავლესობით მოსვლისთვის.
როგორც 91-92 წლებში, გამსახურდიას მოტანილი არც თავისუფლება უნდოდათ, არც დემოკრატია და არც დასავლეთთან ინტეგრაცია. ისე ახლა. ევრო-ინტეგრაცია თქვენთვის მხოლოდ საბაბია, მხოლოდ ნიღაბია. თქვენთვის მთავარია, რომ ქართველ ერზე იძალადოთ თქვენი ისტერიით და გაამეფოთ გვარამია, ხოშტარია, ჯაფარიძე, მელია და სხვა ნაცები. ამიტომაც, დამარცხდებით. სასტიკად დამარცხდებით ამჯერადაც. ” – წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ევროპაში ოდნავი გულწრფელობა მაინც არის საქართველოსთან და ზოგადად, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ ცალსახად უნდა აღიარონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

ჩვენ წავაწყდით დიდ წინააღმდეგობას ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის რეალიზაციის დროს – საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობაზე ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა