მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული პატრიარქს, ილია II-ს მიმართავს და მოუწოდებს, წინ აღუდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ზურაბიშვილს.
„თქვენო უწმიდესობავ, მოგმართავთ:
გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს.
წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს“, – წერს იგი.
