თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გაყიდა მამული, ენა, სარწმუნოება – ავთანდილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს

თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გაყიდა მამული, ენა, სარწმუნოება – ავთანდილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს
ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, “ნაციონალური მოძრაობიდან” ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენლის, თათია ნიკოლაშვილის ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ ოზურგეთის გმირთა მოედანზე მდებარე ბანერი, სიტყვებით “მამული, ენა, სარწმუნოება” მერმა ჩამოხსნა.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაყიდა აღნიშნული ადგილი, რის დამადასტურებელ დოკუმენტსაც აქვეყნებს. მისივე თქმით, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე პირი სიცრუეს და დეზინფორმაციას ავრცელებს, რაც სამწუხაროა.
“თათია, სწორედ თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაყიდა მამული, ენა სარწმუნოება. ოზურგეთშიც და საზოგადოდაც.
ამის დამადასტურებელ დოკუმენტსაც თან ვურთავ კომენტარებში, სადაც ჩანს, რომ ეს ტერიტორია 2008 წლის 7 ოქტომბერს გაიყიდა.
სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრი და პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე, სინამდვილეში დეზინფორმაციის და სიცრუის გავრცელების ჩვეულებრივი არხი გახდით. დეზინფორმაციით ევროკავშირში ვერ შეხვალთ.” – წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა