“თქვენი ჩართულობა არჩევნებში მნიშვნელოვანია” – ხაბეიშვილი აშშ-ში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, შეერთებულ შტატებში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას ეხებოდა.
“ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ელექტრონულად მისცენ ხმა და კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ, აირჩიონ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება, მით უმეტეს, იმ ადამიანებმა, რომლებიც ფაქტობრივად, ინახავენ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს საკუთი შრომის ფასად.
ცხადია, ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე და როცა პროდასავლელი ლიდერი არის პუტინის საამებლად ციხეში გამოკეტილი, ძალიან რთულია იმ პირობებში ისაუბრო თავისუფალ არჩევნებზე. მე მინდა მივმართო ყველას, თითოეულ ემიგრანტს, ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარლებო, თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი საქმის გაკეთება ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ, თითოეული თქვენგანის ჩართულობა 2024 წლის სთვის არის უმნიშვნელოვანესი”, – თქვა ხაბეიშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 დეკემბერს გაემგზავრნენ. პარტიამ პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 80-მდე პარტია იყო წარმოდგენილი.