თქვენი მშვენიერი სახელმწიფო, რომელიც ათიათასწლიანი ცივილიზაციაა, არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობისა და სწრაფი ზრდის საფუძველი, ცივილიზაციათა შორის ხიდი – იმედი მაქვს, და ევროკავშირი პატივს სცემენ ამ გეოგრაფიას და იქნებიან მეგობრულები

თქვენი მშვენიერი სახელმწიფო, რომელიც ათიათასწლიანი ცივილიზაციაა, არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობისა და სწრაფი ზრდის საფუძველი, ცივილიზაციათა შორის ხიდი – იმედი მაქვს, და ევროკავშირი პატივს სცემენ ამ გეოგრაფიას და იქნებიან მეგობრულები
აუცილებელია, რომ სამხრეთ კავკასიას თავიდან აარიდოთ დასავლეთის თამაშებში პაიკად ყოფნა, – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პრეზიდენტმა, ჯეფრი საქსმა, „თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯეფრი საქსის თქმით, საქართველო არის არამარტო სატრანსპორტო, არამედ, ცივილიზაციათა შორის ხიდი და ის არის ქართველების საგანძური, რომელიც უზრუნველყოფს სამომავლო კეთილდღეობას.
“თქვენი მშვენიერი სახელმწიფო, რომელიც ათიათასწლიანი ცივილიზაციაა, თქვენი წვლილი მსოფლიოში, თქვენი ლამაზი ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა, თქვენი ქვეყანა, როგორც სოფლის მეურნეობის ჰაბი, წარმოების ცენტრი, მოწინავე IT ცენტრი და არამარტო სატრანსპორტო ხიდი, არამედ, ცივილიზაციათა შორის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის – არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობის წყარო და სწრაფი ზრდის საფუძველი. ეს არის მიზეზი, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა. იმედი მაქვს, რომ აშშ და ევროკავშირი პატივს სცემენ ამ გეოგრაფიას, იქნებიან მეგობრულები და არ ეცდებიან თავიანთი ძალაუფლების გაფართოებას ისე, რომ საფრთხე შეუქმნან თქვენს ქვეყანას.” – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის