,, თქვენი კოლექტიური სახე ყოველთვის იქნება მწამებელი კასტილებიანი კაცი სამეგრელოს მიწურებიდან!!!” – ვატო შაქარიშვილი

,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი:
,,დღეს, მორიგი “საშინაო დავალებით” წარსდგა საკუთარი პატრონების წინაშე. ჩვეული აროგანტულობით და აბსოლუტურად უსაფუძვლო მენტორული ტონით. ზურაბიშვილის გამოსვლაში ირეკლებოდა მისი პატრონების მძიმე მდგომარეობაც, რომლებიც თავიანთ წარმოსახვებში ჩარჩნენ, კვლავ უკრაინის გამარჯვებასა და ევროპის ერთიანობაზე ლაპარაკობენ. უცვლელია მათი მიზნებიც – საქართველოში სასურველი ხელისუფლების მოყვანა, ჩვენი ქვეყნისთვის სუვერენიტეტის წართმევა და საკუთარ ინსტრუმენტად გამოყენება. მას შემდეგ, რაც ყველა მცდელობა ჩაუვარდათ და სტატუსის მონიჭებამ ბოლო წერტილიც დასვა, მოქმედებათა გეგმა მცირედით დააკორექტირეს, ის არჩევნებს დაუკავშირეს და სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო ტრიბუნიდან გააჟღერებინეს. ეს არის, “განახლებული ფანჩატურის” შექმნის სცენარი, რომელშიც საკვანძო როლი სწორედ ზურაბიშვილს მიანიჭეს, სხვა მარიონეტებს კი, უბრძანეს სასწრაფოდ შეერთებოდნენ ამ ინიციატივას.
დაივიწყეთ, რაც ერთმანეთისთვის გიგინებიათ და ერთმანეთი გაგილანძღიათ, დღეს ჩვენ ასე გვჭირდება და უნდა გაერთიანდეთო…
ეს უნიჭო, მდაბიო და პრიმიტიული პოლიტიკური სვლაა, რომელიც ნათლად გვაჩვენებს ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” დეგრადაციის ხარისხს, რომლებსაც ჰგონიათ რომ თუ გვარამიას, მელიას, ხაზარაძეს და სხვა დამნაშავეების გაერთიანებას უწოდებენ “პლატფორმა ევროპისთვის” ეს მათ გაასუფთავებს და გააკეთილშობილებს…
რაც არ უნდა დაირქვათ, რომელი დროშაც არ უნდა დაიჭიროთ, რა ლოზუნგები და დიადი მიზნებიც არ უნდა გააჟღეროთ, თქვენ მაინც საქართველოს მტრებად და სხვა ქვეყნების აგენტებად დარჩებით! თქვენი კოლექტიური სახე ყოველთვის იქნება მწამებელი კასტილებიანი კაცი სამეგრელოს მიწურებიდან!!!”

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?