“თქვა, რომ ვინისიუსს 10 წამში ნოკაუტში ჩააგდებდა, ბრაზილიელმა კი სიტყვის შესრულება გასახდელში მოსთხოვა” – “რეალის” ვარსკვლავი მორიგ სკანდალში გაეხვია [VIDEO]

“თქვა, რომ ვინისიუსს 10 წამში ნოკაუტში ჩააგდებდა, ბრაზილიელმა კი სიტყვის შესრულება გასახდელში მოსთხოვა” – “რეალის” ვარსკვლავი მორიგ სკანდალში გაეხვია [VIDEO]
ესპანეთის სუპერფინალის ნახევარფინალში “რეალმა” “მალიორკა” 3:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ გასახდელში “ბლანკოსის” შემტევი ვინისიუს ჟუნიორი “მალიორკას” მცველს პაბლო მაფეოს დაუპირისპირდა.
მაფეო მთელი შეხვედრის განმავლობაში ბრაზილიელს მეურვეობდა, როგორც Relevo წერს, მატჩის შემდეგ “მალიორკას” ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვინისიუსის 10 წამში ნოკაუტში ჩაგდება შეეძლო.
როგორც კადრში ჩანს, ბრაზილიელი “რეალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დავიდე ანჩელოტიმ და რამდენიმე თანაგუნდელმა გაარიდეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახის სასჯელს მიიღებს ვინისიუსი.
ტურნირის ფინალში ერთმანეთს ზედიზედ მესამედ “რეალი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან – შეხვედრა 12 იანვარს ჩატარდება.