თუ EU აშშ-ს ვისკიზე 50%-იან ტარიფს არ გააუქმებს, ჩვენ 200%-იან ტარიფს დავუწესებთ – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი, ევროკავშირის მიერ ამერიკულ ვისკიზე 50%-იანი ტარიფის დაწესების გადაწყვეტილებას ეხმაურება და ევროპულ ალკოჰოლურ პროდუქტზე 200%-იანი ტარიფის დაწესებით იმუქრება.
“ევროკავშირმა, ერთ-ერთმა ყველაზე მტრულმა და მჩაგვრელმა საგადასახადო და სატარიფო ორგანომ მსოფლიოში, რომლის შექმნის ძირეული მიზანი შეერთებული შტატებისგან სარგებლის მიღება იყო, ახლახან ვისკიზე საზიზღარი 50%-იანი ტარიფი დააწესა. თუ ამ ტარიფს დაუყოვნებლივ არ მოხსნიან, მალე დააწესებს 200%-იან ტარიფს ყველა ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე, რომელიც შემოდის საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელი ქვეყნებიდან. ეს შესანიშნავი იქნება აშშ-ში ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის.” – დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.
აქამდე ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ აპრილიდან ამერიკული წარმოების კენტუკის ბურბონსა და ჰარლი დევიდსონის მოტოციკლებზე 50%-იანი ტარიფი დაეწესებინა. ეს იყო პასუხი ტრამპის გადაწყვეტილებაზე, დაეწესებინა 25%-იანი ტარიფი ფოლადისა და ალუმინის ყველა სახის იმპორტზე. ევროკავშირის გარდა ამ ტარიფებს უპასუხა კანადამაც.
tabula.ge