კალაძემ “ტვ პირველის” წინააღმდეგ აღსრულება დაიწყო – ტელევიზიის ანგარიშები შესაძლოა, დაყადაღდეს.
თბილისის მერის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ტელეკომპანია “პირველის” წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
ტელეკომპანია “პირველს” და მაია მამულაშვილს დააკისრა ამ ყალბი ცნობების უარყოფა იმავე საშუალებით, როგორც ეს ცნობები იყო საჯაროდ გავრცელებული და ასევე, მორალური ზიანის სახით დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა. დღეს ჩვენ დავიწყეთ ამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ალბათ, ხვალ ან ზეგ გაეგზავნება მეორე მხარეს ოფიციალური მოთხოვნა და ისინი ვალდებულები არიან, მოცემული გადაწყვეტილება შეასრულონ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რაც გულისხმობს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ჩვენ ამ თანხას ვითხოვთ და იმედია, იძულებითი აღსრულება არ დაგვჭირდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა არ იქნება გადახდილი, ბუნებრივია, დაიწყება იძულებითი აღსრულება, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის საბანკო ანგარიშები დაყადაღება. შემდეგი ნაბიჯი იქნება ქონების დაყადაღება და თუ არ აღსრულდა სასამართლოს გადაწყვეტილება, არ არის გამორიცხული, ხელმძღვანელი პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც არის გათვალისწინებული სააღსრულებო კანონით”, – ამბობს გაბუნია.
ცნობისთვის, 2022 წლის ნოემბერში სასამართლომ „ტვ პირველის“ წამყვანს, მაია მამულაშვილს, კახი კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დააკისირა და ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა.
კახა კალაძე მორალური ზიანისთვის 100 ათას ლარს ითხოვდა.
თბილისის მერი “ტვ პირველის” წამყვანს პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო ედავებოდა.