თუ “ჰამასი” მძევლებს არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სამხედრო ოპერაციები გაფართოვდება – განცი

იმ შემთხვევაში, თუ ტერორისტული დაჯგუფება “ჰამისის” მიერ მძევლად აყვანილი ადამიანები რამადანის დაწყებამდე არ გათავისუფლდებიან, ს თავდაცვის ძალები ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციებს გააფართოებს.
ომის კაბინეტის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელი ამერიკელ და ეგვიპტელ მეგობრებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რადგან მსხვერპლი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
მსოფლიომ უნდა იცოდეს და ჰამასის ლიდერებმა უნდა იცოდნენ – თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ იქნებიან, ბრძოლა რაფაში გაგრძელდება. ჩვენ ამას კოორდინირებულად გავაკეთებთ, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას დიალოგში ჩვენს ამერიკელ და ეგვიპტელ პარტნიორებთან, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი”, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ