“თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება” – პლატინი მბაპეზე

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და უეფა-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ მადრიდის “რეალის” ვარსკვლავის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.
პლატინის თქმით, თუ მისი თანამემამულე ძველებურ ფორმას აღიდგენს და ათამაშდება, მბაპე კიდევ უფრო დიდებული გახდება.
“ჩემი აზრით, ის მოედანზე დაკარგულია. დიდებული ჩემპიონი კი ყოველ ჯერზე ფერფლისგან უნდა აღდგეს, თუ კილიანი წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება”, – განაცხადა პლატინიმ.
შეგახსენებთ, მბაპე მადრიდის “რეალს” გასულ ზაფხულს, “პარი სენ ჟერმენიდან”, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა “სამეფო კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 18 მატჩი გამართა, თავი კი
9 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში