თუ ჩინეთი EU-სთან სავაჭრო დეფიციტს არ შეამცირებს, ტარიფებს დავუწესებთ – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ს თქმით, ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს ის პეკინს ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ გაზეთთან, Les Echos-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მაკრონის თქმით, ის ჩინეთს ტარიფებს იმ შემთხვევაში დაუწესებს, თუ პეკინი ქვეყნის ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად საჭირო ზომებს არ მიიღებს.
„მე მათ ვუთხარი, რომ თუ ისინი რეაგირებას არ მოახდენენ, ევროპელები იძულებულნი ვიქნებით, უახლოეს თვეებში მკაცრი ზომები მივიღოთ, -ს მაგალითის მიბაძვით, როგორიცაა ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესება“, – აღნიშნა მაკრონმა Les Echos-თან ინტერვიუში.