თუ შეწყალებას მთხოვთ და არჩევნებზე კენჭს იყრით, შეგიწყალებთ – ყაველაშვილი დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს

მიხეილ ყაველაშვილი დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, „დაადასტურონ“, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, სთხოვონ მას შეწყალება და ასეთ შემთხვევაში მათ შეწყალებას ჰპირდება.
„ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე“, – წერს ფეისბუკზე 4 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დანიშნული, თუმცა ოპოზიციის ნაწილი (რვა პოლიტიკური პარტია) მას ბოიკოტს უცხადებს.
ყაველაშვილი აცხადებს, რომ „მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს“.
„ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს“, – წერს ის.
პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების გამოხმაურებების შემდეგ, ინფორმაცია განახლდება.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე რვა პოლიტიკოსი ერთდროულად არის პატიმრობაში.
მათგან 6 სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერია.
ნაწილი წინასწარ პატიმრობაში იყო, თუმცა ამ დროისთვის, ოთხი ივლისისთვის, რვავეს უკვე მიუსაჯეს პატიმრობა.
ორი მათგანი – ბადრი ჯაფარიძე და – აპირებენ პარტიულად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
ყველა მათგანი დაპატიმრებულია იმ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ.
ესენი არიან:
· („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
· („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
· მამუკა ხაზარაძე („ლელო“/„ძლიერი საქართველო“)
· ბადრი ჯაფარიძე („ლელო“/„ძლიერი საქართველო“)
· („სტრატეგია აღმაშენებელი“/„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“)
· ირაკლი ოქრუაშვილი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი)
· გივი თარგამაძე (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტიკოსი)
იმ რვა პარტიას შორის, რომლებიც უარს ამბობენ, მათი სახელდებით, „ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე“, – რადგან მიაჩნიათ, რომ ეს „ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს“, – არიან:
· „თავისუფლების მოედანი“ („ძლიერი საქართველოს“ კოალიციის ყოფილი წევრი)
· „ევროპული საქართველო“
· „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
· „სტრატეგია აღმაშენებელი“
· „ახალი“
· „გირჩი-მეტი თავისუფლება“
· „დროა“
· „ფედერალისტები“
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს