თუ შეშლილი ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების მოპარვას შეეცდება, შეიძლება მათ ამ თანხების დაბრუნება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ ნატურალური ფორმით მოუწიოთ- მედვედევი

თუ შეშლილი ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების მოპარვას შეეცდება, შეიძლება მათ ამ თანხების დაბრუნება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ ნატურალური ფორმით მოუწიოთ- მედვედევი
თუ შეშლილი ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების მოპარვას შეეცდება, მაშინ შეიძლება მათ ამ თანხების დაბრუნება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ ნატურალური ფორმით მოუწიოთ, – ამის შესახებ ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.
„მსგავს ქმედებას შეიძლება განსაკუთრებული სახის casus belli-ს კვალიფიკაცია მიენიჭოს, რასაც ბრიუსელისთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის შესაბამისი შედეგები მოჰყვება. მსგავს შემთხვევაში, ამ თანხების დაბრუნება შეიძლება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ ს დამარცხებული მტრების მიერ ნატურალური ფორმით მოხდეს“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ გვერდზე.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ უკრაინისთვის 2026-2027 წლების დაფინანსებასთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. ერთ-ერთი გადაწყვეტილება უკრაინისთვის რეპარაციული სესხის უზრუნველსაყოფად ბელგიაში გაყინული რუსული აქტივებიდან თანხების გამოყენებას ითვალისწინებს, ხოლო მეორე გადაწყვეტილება ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებით დაფინანსების მოზიდვას გულისხმობს.