“თუ შემორჩა თავმოყვარეობა და ღირსება გადადგეს, თუ არა და ბოდიში მოიხადოს და შეეშვას ამ მავნებლობას, სხვაგვარად არ გამოდის” – ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის მორიგ ინტერვიუზე

პრეზიდენტს ამ განცხადებებისთვის მწვავედ აკრიტიკებს მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის განცხადება უსაფუძვლო და არაადეკვატურია.
“ქალბატონი სალომე მავნებლობიდან უკვე გადავიდა არაადეკვატურობაში და შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც კი აკეთებს. თან და-ძმა არიან ჩართულნი ამ საქმეში და მგონია, რომ ერთი ხელწერა არის ამის უკან. ეს არის მავნებლობა და იმ ადამიანების შეურაცხყოფა, ვინც ავტორიტეტს წარმოადგენენ საზოგადოებაში. ერთი კითხვა მაქვს, თუ ქალბატონი სალომე ბატონ ივანიშვილში ოლიგარქს ხედავს, ამ ოლიგარქმა და მისმა გუნდმა აირჩია ის პრეზიდენტად.
მაშინ დაწეროს განცხადება, თუ შემორჩა თავმოყვარეობა და ღირსება და გადადგეს, თუ არა და ბოდიში მოიხადოს და შეეშვას ამ მავნებლობას, სხვაგვარად არ გამოდის. რაღაც გაცდა უკვე ადეკვატურობას. არ გამოვრიცხავ გამოვიდეს და თქვას ბოდიშს ვუხდიო, მაგრამ სადამდე უნდა იაროს ბოდიშ-ბოდიშებით,” – აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად დასახელების არანაირი მიზეზი არ არსებობს.
“არავითარი მიზეზი არ არის, რომ ვინმემ ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს ოლიგარქად, რადგანაც ამ პიროვნებამ თავისი გადაწყვეტილებით, ყოველგვარ გავლენაზე უარი თქვა. ის ავტორიტეტი და ღვაწლი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს ამ ქვეყანაში, დასაფასებელია. ზურაბიშვილის განცხადებები კი, ჩემი ყველაზე რბილი შეფასებით, უტაქტობაა. არ შეიძლება ასე დაუსაბუთებლად მიიქციო ყურადღება პოლიტიკოსმა. მგონია, რომ არაკორექტულია და მისთვისვე არ არის სასარგებლო ეს,”- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა

სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ