“თუ შანსს არ გამოიყენებენ, როგორც სააკაშვილმა განმარტა, თავად აღმოჩნდებიან პარტიის მიღმა” – გაფორმდება თუ არა დღეს ნიკა მელიას ენმ-დან წასვლა

დაახლოებით ორ საათში, “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ღონისძიება დაიწყება, რომლის მთავარი კომპონენტი მანიფესტია. რამდენიმე საათში ცნობილი გახდება, ეს დოკუმენტი იქცევა თუ არა საბოლოო წყალგამყოფად ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის.
ს მენეჯმენტი ს პირდაპირ ეუბნება, რომ თუ ის მანიფესტს ხელს არ მოაწერს, ავტომატურად, დამოუკიდებელ გზას აირჩევს. ყოფილი თავმჯდომარის გუნდელები კი ირწმუნებიან, რომ გამოქვეყნებული 11-პუნქტიანი დოკუმენტის რეალური ავტორი საზღვარგარეთიდან ამოიცნეს და განახლების თუ გადატვირთვის აქტს არანაირი შედეგი არ ექნება.
გარიცხავენ თუ არა ნიკა მელიასა და მის გუნდს დღევანდელი ღონისძიების შემდეგ? – ამ კითხვაზე პირდაპირ ჯერ არ უპასუხიათ, თუმცა გარიცხვის პროცედურა რომ არსებობს, ჯერ კიდევ თანაპარტიელებს საჯაროდ შეახსენეს.
“ძალიან უცნაურად მეჩვენება ის ფაქტი, რომ პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად ირჩევს კონკრეტული პარტიის კრიტიკას, არ ტოვებდეს ამავე პარტიას. პრეზიდენტი სააკაშვილი შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, სხვადასხვა გზით ნამდვილად არ იყვნენ ერთობაზე ორიენტირებულნი, რომ ხელი მოაწერონ ერთობის მანიფესტს. თუ არ გამოიყენებენ [შანსს], როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განმარტა, თავად აღმოჩნდებიან პარტიის მიღმა. არ დავინტერესებულვარ ამ პროცედურულ ტექნიკურ ნაწილზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გარიცხვის მექანიზმი წესდებაში არის გაწერილი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გულუბრყვილო ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა ევროსტრუქტურების მიერ ერთ ხმაში გაჟღერებული პოზიციისგან – მართლდება ცნობილი ანდაზა, რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს