„თუ შავი ზღვის პორტების მაქსიმალურად ათვისება არ მოხდა, საქართველო შესაძლოა, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელებიდან ნაწილობრივ გამოირიცხოს“ – Gnomon Wise

„თუ შავი ზღვის პორტების მაქსიმალურად ათვისება არ მოხდა, საქართველო შესაძლოა, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელებიდან ნაწილობრივ გამოირიცხოს“ – Gnomon Wise
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შესაძლოა გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დინამიკაში, – ამის შესახებ Gnomon Wise-ი ახალ პუბლიკაციაში წერს.
2025 წლის 13 მარტს ორივე ქვეყანამ დაადასტურა მზადყოფნა ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის, რამაც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიან ჩარჩოში მოქცევის პერსპექტივა გააჩინა და ცხადია გავლენას მოახდენს საქართველოზე.
„სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზაცია იმ დროს ხდება, როცა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება სხვა მრავალი კონფლიქტური ზონისკენაა მიმართული – უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე. ამ კონტექსტში სამხრეთ კავკასია წარმოადგენს სტრატეგიულ წერტილს, სადაც რეგიონული ძალების – ს, თურქეთისა და ირანის – ინტერესები ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ინტერესებთან იკვეთება. შემოთავაზებულმა სამშვიდობო შეთანხმებამ რეგიონში ძალთა ბალანსი შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს; გახსნას ათწლეულებით დახურული საზღვრები, შექმნას ახალი სატრანსპორტო მარშრუტები და გარდაქმნას ეკონომიკური კავშირები.
მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა, ეკონომიკურად არამომგებიანი აღმოჩნდეს როგორც აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კავშირის აღდგენა, ისე თურქეთ-სომხეთს შორის საზღვრის გახსნა, რადგან შესუსტდეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის, მნიშვნელობა. თუმცა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო ქსელების სრულად ჩანაცვლება ნაკლებ სავარაუდოა.
ამჯერად, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის გენერალური დირექტორი უფუკ იალჩინი „ზანგეზურის დერეფანს“ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ალტერნატივად არ მიიჩნევს. ამგვარი პოზიცია აქვს აზერბაიჯანსაც – პრეზიდენტ ს თანახმად, „ზანგეზურის დერეფნის“ პოტენციური ამოქმედება, არსებულ სარკინიგზო მარშრუტთან ერთად, დამატებითი შესაძლებლობა იქნება სატვირთო მიმოსვლის გასაზრდელად, ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანის გავლით ტვირთების ტრანსპორტირებას საქართველოს საზღვაო პორტებით.
მიუხედავად ამგვარი განცხადებებისა, თუ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო არასტაბილური გახდა და შავი ზღვის პორტების მაქსიმალურად ათვისება არ მოხდა, საქართველო შესაძლოა, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელებიდან ნაწილობრივ გამოირიცხოს“, – წერია კვლევითი ორგანიზაციის პუბლიკაციაში.
ვრცლად: gnomonwise.org