თუ ქვეყნის ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, განვიხილავ ყველაფერს – ზურაბიშვილი

“რადიო თავისუფლების” პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ სტატუსის ვერ მოპოვება ქართულ საზოგადოებაში უზარმაზარ იმედგაცრუებას გამოიწვევს. მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება რუსეთს “უზარმაზარ კმაყოფილებას” მოუტანს.
პრეზიდენტი ინტერვიუში ამბობს, რომ აპირებს საპრეზიდენტო ვადა დაასრულოს და ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა რაიმე ფორმით საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას:
“თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე განვიხილავ ყველაფერს”, – ამბობს ზურაბიშვილი.