თუ ქართულმა ოცნებამ ახლანდელი პოლიტიკა არ შეცვალა, არც 2028 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი – გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი:
,,პირდაპირ შეიძლება თქმა, რომ ევროკავშირის საბჭომ უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბის ახალი წე­სები საქართველოს გამო მიიღო.
გადაწყვეტილებით ევ­რო­კავ­შირ­ი უვი­ზო მი­მოს­ვლას უფრო გამარტივებულად და სწრაფად შეუჩერებს იმ ქვეყანას, თუ
უვი­ზო მი­მოს­ვლა ბო­რო­ტად გა­მოი­ყე­ნე­ბა ან მისი პოლიტიკა ევ­რო­კავ­ში­რის
ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღმდე­გე­ბა.
ვინაიდან, ერთადერთი ქვეყანა საქართველოა, რომლის პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს, გამოდის, რომ უვიზო მიმისვლის გაუქმების მექანიზმის გამარტივების საკითხი ჩვენ გამო დამტკიცდა.
ეს ნიშნავს, რომ მომდევნო ნაბიჯი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უვიზო რეჟიმის სტატუსის გაუქმება.
ასე რომ, თუ ქართულმა ოცნებამ ახლანდელი პოლიტიკა არ შეცვალა, არც 2028 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი და არც უვიზოდ შევალთ.“