თუ “ქართული ოცნება” მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, პარტია საქართველოს გადააქცევს რუსული, ჩინური და ირანული გავლენის გავრცელებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების პლატფორმად – ჰელსინკის კომისია

თუ “ქართული ოცნება” მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, პარტია საქართველოს გადააქცევს რუსული, ჩინური და ირანული გავლენის გავრცელებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების პლატფორმად – ჰელსინკის კომისია
“თუ “ქართული ოცნება” მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, პარტია საქართველოს გადააქცევს რუსული, ჩინური და ირანული გავლენის გავრცელებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების პლატფორმად”, – ამის შესახებ -ის ჰელსინკის კომისია X-ზე წერს.
“ქართული ოცნება” ქართველებს ართმევს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და აბრუნებს აგრესორების ღერძისკენ, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის განადგურებას. მიუხედავად ქართველი ხალხის მასშტაბური წინააღმდეგობისა, “ქართული ოცნება” განაგრძობს ინტეგრირებას ავტოკრატიულ რეჟიმებთან. ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო ირანის პრეზიდენტის, ფეზეშქიანის ინაუგურაციას, რაც მოჰყვა წინა წლებში, ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მცდელობებს “ქართული ოცნების” მხრიდან. თავის მხრივ, გავრცელებული ცნობებით, ირანთან დაკავშირებული ჯგუფები ხელს უწყობდნენ “ქართული ოცნების” კამპანიას, ავრცელებდნენ ანტიდასავლურ ნარატივებს. აგვისტოში, “ქართულმა ოცნებამ” ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან. ჩინური კონსორციუმი ამჟამად აშენებს მასშტაბურ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, როგორც ჩინეთის “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივის ნაწილს. თუ “ქართული ოცნება” მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, პარტია საქართველოს გადააქცევს რუსული, ჩინური და ირანული გავლენის გავრცელებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების პლატფორმად, რომლებზეც იგი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს