“თუ ფონდებზე ყადაღას არ მოხსნით, 24 საათიან რეჟიმში მოგვიწევს დავჯდეთ, სხვა გზა არ გვრჩება” – მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პროკურატურას

მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ – “ნანუკას ფონდის” ბენეფიციარებს აინტერესებთ, რეალური საფუძველი, რის გამო დაედო ფონდის ანგარიშს ყადაღა, რადგან მათი თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო, ასობით მოზარდი აუცილებელი მკურნალობის გარეშე რჩება.
მშობლები ამბობენ, რომ “ნანუკას ფონდი” ბენეფიციარებს ძვირადღირებული წამლებით და უცხოეთის კლინიკებამდე ტრანსპორტირების ხარჯებით უზრუნველყოფდა.
30 მარტამდე ველოდებით, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება, უწყვეტს ჩვენს ბავშვებს დაფინანსებებს თუ მოხსნის ყადაღას გამოძიების დასრულებამდე და მოგვცემს საშუალებას ბავშვებს ვუმკურნალოთ – ამბობს თამარ იარაჯული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროკურატურასთან მშობლების 24 საათიან აქციას აანონსეს.
როდესაც მე ვერ ვაწვდნენ სრულად საზოგადოებას ხმას, ხშირად ნანუკამ თავისი ფონდის მეშვეობით, რამდენიმეჯერ მედიკამენტები და ერთხელ სრულად მგზავრობა და ყველა ხარჯი დააფინანსა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემნაირი შვილი ვისაც ჰყავს, ძალიან ხშირად გვიწევს საზღვარგარეთ გამგზავრება. რა უვრო პრიორიტეტია ამ ქვეყანასი, ის რომ საწვიმრები დაარიგა ნანუკა ჟორჟოლიანმა და ამიტომ დაყადაღღდა ფონდი, თუ ბავშვი, რომელიც რეანომობილს ელოდება, რომ გადარჩეს. 30 მარტამდე ველოდებით, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება, უწყვეტს ჩვენს ბავშვებს დაფინანსებებს მგზავრობის და ა.შ. თუ მოხსნის ყადაღას გამოძიების დასრულებამდე და მოგვცემს საშუალებას ბავშვებს ვუმკურნალოთ. თუ ასე არ მოხდება 30 მარტს მივალთ, სავარაუდო ლოკაცია იქნება პროკურატურა და ვთხოვთ ბატონ პროკურორს, რომ მოგვისმინოს. თუ ჩვენ პასუხებს ამ ერთ კვირაში არ მივიღებთ და ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის თხოვნა, აუცილებლად 24 საათიან რეჟიმში მოგვიწევს დავჯდეთ, სხვა გზა არ გვრჩება უბრალოდ”, – განაცხადა თამარ იარაჯულმა.
ცნობისთვის, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა:
· საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
· საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
· საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
· არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“;
· არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა