ყოფილი ჩინოვნიკი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ბებერი ევროპის” მთლად დაფეხვილი ნაწილის ანტიეროვნული პოლიტიკური ელიტები ცდილობენ, ჩაშალონ სამშვიდობო შეთანხმება, რადგან მათ ზუსტად იციან – თუ მშვიდობა დამყარდა, რუსეთს სანქციები მოეხსნა და იგი დიდ რვიანში დაბრუნდა, “რუსული საფრთხე”, როგორც შიდაპოლიტიკური ფაქტორი, ავტომატურად გაქრება დღის წესრიგიდან და დღევანდელ ანტიეროვნულ ელიტებსაც კვლავწარმოების ჟანგბადი დაეკეტებათ.
ამიტომ აგულიანებენ ზელენსკის ახალ-ახალი ალტერნატიული გეგმებით, მითუმეტეს, რომ არც ზელენსკის სურს ომის დასრულება, რადგან ეს მის ძალაუფლებას და ომში ნაშოვნ მილიარდებს უქმნის საფრთხეს.
თუ ფიქრს არ დავიზარებთ, აღმოვაჩენთ შემაძრწუნებელ რეალობას, რომ ევროპის კონტინენტს მართავენ ადამიანები, რომელთა მმართველობას საფრთხეს უქმნის მშვიდობა, ომი და სისხლის ღვრა კი, მათი ძალაუფლების პროლონგაციის ერთადერთი საშუალებაა.“




