“თუ უკვე ხარ ჩვენი მომხმარებელი, შეგიძლია აღარ მოხვიდე სავარჯიშოდ” – Reformerfitness პოლიციელებს

სპორტ დარბაზი Reformerfitness სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ისინი პოლიციელების მიღებაზე უარს ამბობენ. ამის მიზეზად კი პროევროპელი დემონსტრანტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ შემთხვევებზე პოლიციელების მხრიდან რეაგირების არარსებობას ასახელებენ.
“სანამ პოლიცია ამ ძალადობრივი სისტემის მსახურია, სანამ კრიმინალი დათარეშობს, უსწორდება ჩვენს თანამოქალაქეებს და პოლიციელი ამას უყურებს მშვიდად, უმოქმედოდ, ჩვენი კარი ყველა სამართალდამცავისთვის დახურულია და ვერ ისარგებლებს ჩვენი სერვისებით.
თუ უკვე ხარ ჩვენი მომხმარებელი, შეგიძლია აღარ მოხვიდე სავარჯიშოდ. …
გმირი ვიცით ჩვენ ანწუხელიძე”, – აცხადებს სპორტული ობიექტი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა