თუ უარს იტყვიან პრეზიდენტის შეთავაზებაზე, ეს იქნება კიდევ ერთხელ დასტური, რომ იმდენად უსუსურები არიან, არჩევნებზე სამარცხვინოდ წაგებას, არჩიეს ციხისთვის შეეფარებინათ თავი

თუ უარს იტყვიან პრეზიდენტის შეთავაზებაზე, ეს იქნება კიდევ ერთხელ დასტური, რომ იმდენად უსუსურები არიან, არჩევნებზე სამარცხვინოდ წაგებას, არჩიეს ციხისთვის შეეფარებინათ თავი
ბატონი პრეზიდენტის ინიციატივა მისასალმებელია, ამით კიდევ ერთხელ ხდება ილუსტრაცია ამ რადიკალებისთვის და მათი პატრონებისთვის, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ თურმე, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ ოპოზიციასთან დამარცხდება და ამიტომ დაიწყო რადიკალების ლიდერების დაპატიმრება. კი ბატონო, აგერ, ბურთი და მოედანი, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ს შეთავაზება, დაკავებული ოპოზიციონერების შეწყალებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, გამორიცხავს ოპოზიციის და მათი პატრონების მხრიდან სპეკულაციებს, ხოლო, თუ ამ წინადადებაზე უარს იტყვიან, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ არჩევნებზე სამარცხვინოდ წაგებას, ციხეში წასვლა არჩიეს. „ჩვენ ვამბობთ: დაარღვიე ხომ კანონი, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, დაარღვევ კანონს – არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისად, მოხვდი ციხეში. თქვენმა პატრონებმა ან თქვენმა „ტოპ ტვინებმა“ რომ არ თქვან, იმიტომ დაიჭირეს, რომ ეშინიათ სო, მოინანიეთ, განცხადება დაწერეთ, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში – დაკმაყოფილდება თქვენი ნება-სურვილი.
ამით ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ თავისი მხარდამჭერების, თუ ვინმე შემორჩათ, აზრი და ხმა გააჟღერონ არჩევნებზე და მოიპოვონ მხარდაჭერა. თუ უარს იტყვიან ამაზე, ეს იქნება კიდევ ერთხელ დასტური, რომ იმდენად ჩაფლავებულები და უსუსურები არიან, რომ მათ არჩიეს, ამ სამარცხვინოდ არჩევნებზე წაგებას, ციხისთვის შეეფარებინათ თავი. რეალობა ესაა, თავიანთი არჩევანით წავიდნენ ციხეში. ასე რომ, გაშიფრულები ხართ, არ გინდათ რომ ციხეში იყოთ? აგერ მობრძანდით, შეთავაზება გაკეთებულია, მიიღეთ და მონაწილეობა გამართეთ ადგილობრივ არჩევნებში, იქ ვნახოთ, რას წარმოადგენთ.“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეუთო/ოდირის მისიაზე განხორციელდა განსაკუთრებული შეტევა და ზეწოლა „დიფ სტეიტისგან“. სწორედ ამიტომაც არის განპირობებული, რომ ისინი არ აკვირდებიან თვითმმართველობის არჩევნებს

დიდი შეთქმულების შემადგენელი ნაწილებია – ერთიანი სცენარი კეთდებოდა, რომლითაც ფიქრობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უნდა მომხდარიყო საქართველოში ცეცხლის კერების გაჩენა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა

თუ არსებობს რესურსი იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტდეს და წარგზავნილ იქნას ჩეხეთში დამკვირვებლად, რატომ არ არსებობდა იგივე რესურსი, იგივე დროში, რომ საქართველოში ჩამოსულიყო სადამკვირვებლო მისია – ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი და ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს ეს