“თუ სიმართლეა, ეს არის საშინელება” – ეუთოს თავმჯდომარე BBC-ის გამოძიებაზე

“თუ ეს სიმართლეა, ეს არის საშინელება”, – ასე გამოეხმაურა ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოზე.
ვალტონენმა ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მას შეკითხვა ქართველმა ჟურნალისტმა დავით კიკალიშვილმა დაუსვა.
“რა თქმა უნდა, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება განსაკუთრებით მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ… თუ ეს სიმართლეა, ეს არის საშინელება და ისეთი რამ რასაც არამხოლოდ ეუთო, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოება დაგმობს ძლიერი სიტყვებით. მივადევნოთ ამას თვალი”, – განაცხადა ვალტონენმა და გაიხსენა თავისი ვიზიტი თბილისში. მან განაცხადა, რომ თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და მზარდ რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
პირველ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
„ქართულ ოცნებაში“ BBC-ს ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებიათ, თუმცა ამ დრომდე არ ასახლებენ, კონკრეტულად რა ნივთიერება გამოიყენეს გასულ წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ელინა ვალტონენი, საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს, იმყოფებოდა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, საოკუპაციო ხაზთან. მან გააუქმა ირაკლი სთან შეხვედრა განრიგში ცვლილებების გამო და საქართველოდან აზერბაიჯანში წავიდა ვიზიტით.
საპროტესტო ნოტამდე რუსთაველის გამზირზე მის მისვლას და დემონსტრანტების მხარდამჭერი ვიდეოს გამოქვეყნებას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა. მათ შორის, თავად ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ეუთოს თავმჯდომარე რუსთაველზე, „კანონსაწინააღმდეგო მიტინგზე“ მყოფ „50 აკაცუკთან“ „51-ე აკაცუკად“ მივიდა და მასთან შეხვედრის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება „ოცნებამ“ მიიღო. ამ განცხადებიდან საათების შემდეგ გახდა ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ სინამდვილეში შეხვედრა თავად ელინა ვალტონენმა გააუქმა, ილჰამ ალიევთან დაგეგმილი ვიზიტის დროში გადმოწევის გამო.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ ეუთოს თავმჯდომარე -მ რუსთაველზე მისვლის გამო, გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმა. მანამდე კი ვნახეთ ელინა ვალტონენის მიმართვა ირაკლი კობახიძისადმი:
„გეპატიჟებით — ჩამობრძანდით ფინეთში, შეხვდით თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს და დააკვირდით ნებისმიერ დემონსტრაციას, რომელსაც მოისურვებთ.
პ.ს. ვწუხვარ, რომ მომიწია, ჩვენი შეხვედრა გამეუქმებინა თბილისში გრაფიკების დამთხვევის გამო.“