“ადანა დემირსპორის” ყოფილი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი დიდი ალბათობით, სერია A-ში დაბრუნდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით “ჯენოას” შეუერთდება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ბალოტელიმ “ჯენოას” ხელმძღვანელობას პირობა მისცა, რომ თუ მას გაიფორმებდნენ, ძველებურად ათამაშდებოდა.
“თუ სერია A-ში დაბრუნების შესაძლებლობას მომცემთ, იქაურობას დავანგრევ”, – უთხრა ბალოტელიმ ალბერტო ჯილარდინოს.
ფორვარდის გადაბირებით დაინტერესებული პირადად გენუელთა მთავარი მწვრთნელი ალბერტო ჯილარდინო გახლდათ. თუმცა “ჯენოას” ცუდი შედეგების გამო, შესაძლოა, იტალიელი გაათავისუფლონ და მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ხორხე სამპაოლო დაინიშნოს.