“თუ სახლში ვარ, დავიღუპეეე!!! ვაიმე!!” – რას წერს ხათუნა ხოფერია ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკაზე

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:
– არ მიცე, ამეთვისტო, არ მიცე!-შფოთავს ქალაქის თავი ნოშრევანი.
– მომეცი, ამეთვისტო, მომეცი- ეხვეწება ზელენ… უჰ, უკაცრავად, ლონდრე…
მიცე -არ მიცე?! საკითხავი, აი, ეს არის! “ ტომაგავკებზე” ვამბობ.
თქვენ რა გეგონათ?! ჰო, რაც შეეხება ჩემ პოზიციას ჩხრეკასთან დაკავშირებით… პროკურორს არ გამოუცხადებია, თუ რის საფუძველზე მოითხოვა ჩხრეკის ჩატარება, რომელი სს მუხლის და რაზე დაყრდნობით მისცა სასამარათლომ ამ აქტის ჩატარების უფლება. მოკლედ, არაფერი არ უთქვამს და შესაბამისად, მეც არაფერი ვიცი…
ამიტომ, ვიტოვებ უფლებას, დაველოდო შედეგებს და შემდგომ ბრიფინგებს.
იმ ნაცკრეტინების გასაგონად, რომლებიც ჩემ 2023 წლის გამონათქვამს აფრიალებენ და ღრუტუნებენ, დავძენ- ამეთვისტოსავით “მიეცი-არ მიცე”-ს რომ არ დაგვჩხავიან თავზე დღეს და ქალაქის თავი რომ არ ცეკვავს ქუჩაში “ გავგიჟდი, გავცეცხლდი, დიმპოტაური, დამპიტაური-ს” ყვირილით, წვლილი ირაკლი ღარიბაშვილსაც მიუძღვის და… მე ეს კარგად მახსოვს!
“ თუ სახლში ვარ, დავიღუპეეე!!! ვაიმე!!!”
ესეც ლონდრედანაა
ცნობისთვის, დღეს, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ს სახლის ჩხრეკაზე გააკეთა განცხადება, ხათუნა ხოფერიას ღარიბაშვილზე ნათქვამ ამ სიტყვებს ახსენებენ:
ვენდობი, პატივს ვცემ ირაკლი ღარიბაშვილის გონივრულ, პრაგმატულ, ნაღდ ქართულ პოლიტიკას! ვაღიარებ მას ლიდერად და ვარ, მისი მეთაურობის ქვეშ მყოფი, რიგითი ჯარისკაცი! სანამ ღარიბაშვილს მიადგებით, ჩვენ უნდა გადაგვაბიჯოთ!